272
საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
თავისი ჩანაფიქრის მაშტაბით, შრომისმოყვარეობით, ძლიერი ნებით, თვითდაჯერებულობით, თავისი უნიკალურობის რწმენით, დემონური ხასიათით, მაკიაველური სიდიადით, დესპოტიზმით, ანტიჰუმანიზმის მაშტაბებით პუტინი ახლოსაც ვერ მივა ვერ ჰიტლერთან და ვერც თავის კუმირ სტალინთან. ჰიტლერი და სტალინი არ გამოირჩეოდნენ საკუთარი სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვით, ერთი რკინის ჯვრის კავალერი იყო და მეორე უშუალოდ მონაწილეობდა სამოქალაქო ომში ( რომ არაფერი ვთქვა შეიარაღებულ ძარცვებზე, რომლებშიც სტალინი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას).
მოკლედ დიდ საქმეებს ან დიდი ადამიანები ჭირდება ან ადამიანიდემონები. პუტინი არც დიდი ადამიანია, არც იდეური ფანატიკოსი, არც აზრის გიგანტი, ერთი ჭორიკანა რუსია, რომლის წინაპრები ანდროფაგები (კანიბალები ) იყვნენ და სიკვდილის შიშიც მისი ქცევის მთავარი მოტივატორია. შიშიდან ლაჩრობამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ ჰიტლერისგან და სტალინისგან განსხვავებით, კრიტიკულ სიტუაციაში დედაქალაქში არ დარჩება.
“მოსკოვიდან დედაქალაქის გადატანის საკითხი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ნებისმიერი სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ” – რუსეთის პრემიერი, მიხაილ მიშუსტინი. მიშუსტინი ამ სკანდალურ განცხადებას პუტინის ნებართვის გარეშე ვერასდროს გაბედავდა. კიევის სამ დღეში ამღები, ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში მოსკოვს სამ წუთში დატოვებს. ლიდერი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ისე დაკანკალებს, რომ მზად არის სადაც წავა, დედაქალაქი იქ გაიყოლოს, ვერასდროს გაბედავს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. პუტინმა ეს ტესტიც ჩააგდო, ისედაც იგრძნობოდა, რომ ბირთვული მუქარა მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო და სიტყვიერ შანტაჟის იქით საქმე არ წავიდოდა, მაგრამ კურსკის შემდეგ და დედაქალაქის მდებარეობის შეცვლის საკითხის ზონდირების დაწყებით, პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი მხოლოდ ინერციით არსებობს და დროა დასავლურმა პოლიტიკამ იფიქროს სამყაროზე, რომელშიც რუსეთი აღარ იქნება.