Geórgia

PhotoEditorPro_1770939473680.jpg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-12 21:28:18
14 პროკურატურა განცხადებას ავრცელებს  რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ,  არასრულწლოვანზე იძალადობის მუხლით. მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით; არაერთგზის; დაზარალებულის ღირსების შეურაცხუოფით და ისჯება 5-დან 8 წლამე ციხით. უწყება წერს რომ გამოძიება დაიწყო შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ, გამოდის,  დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად. გადაკვალიფიცირდება თუ არა ჯგუფურად არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე უფლებამოსილების გადამეტებიდან კიდევ უფრო მძიმე ბრალდებად, – ცხადია, უცნობია. პროკურატურა, რომელიც თავის მხრივ, გამოძიების ზემდგომი და ზედამხედველი ორგანოა, ის ადგენს რა მუხლით აღიძრას საქმე, მას მიეწოდება პირველ რიგში ჩვენებები, მის ხელშია კონტროლი, – ამტკიცებს რომ თავად არ ჰქონდა ინფორმაცია ბავშვის ცემაზე და მხოლოდ მას შენდევ შეიტყო, რაც ოჯახმა მიმართა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პროკურატურის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოჯახის ადვოკატმა, იაკო კვანტალიანმა გაახმაურა ფაქტი, ის წერდა, რომ 5 პოლიციელი სცემდა არასრულწლოვანს და საუბრობდა შემდგომ მუქარაზეც. პასუხისმგებლობას კი პროკურატურას აკისრებდა. 2026 წლის 12 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს...
gocha-mirtskhulava5.jpg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-12 13:46:43
46 ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა: განათლების რეფორმას, ყველა ქვეყანაში, განათლებული, გონიერი, ინტელექტუალი და შედეგებზე პასუხისმგებელი მთავრობა – პოლიტიკური გუნდი ატარებს. იმავე პრიზმაში თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება საქართველოში და ვის აქვს განათლების სისტემის რეფორმირების დაუოკებელი სურვილი – ერთი რამ უტყუარად დასტურდება – ესენი მათზე განათლებულს ვერავის იტანენ. არა, მხოლოდ შენობებში არ არის საქმე. შენობები სხვა თემაა. მათ განათლებული ადამიანი – მოაზროვნე ეზიზღებათ. რაც მეტი იქნება მით მეტ საფრთხეს იგრძნობენ მათგან. ამიტომაც ანგრევენ სისტემას ,გაუმჯობესების ნაცვლად. გასაგებად რომ მიხვდეს, თუნდაც ყველაზე ბნელი ქოცი, ასე ავხსნი: თენგიზ ჩანტლაძის ცნობილი სკეტჩის – ოპერის წინ სარაჯიშვილს და ბიჭებს რომ იჭერენ – ეგ ამბავია. ვინ იჭერს? ვინმე ჯამასპიშვილი, რომელიც მასზე მაღლებს ვერ იტანს და თავადაც არ იზრდება. Source link
PhotoEditorPro_1770887535133.jpg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-12 06:42:40
157 სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი: ლევან რატიანს მინდა ვკითხო ბებიამისი რა ღირს??? რომელ ექვივალენტში მიფასებს ბებოს??? მისმა ექიმმა თიკო გაფრინდაშვილმა დედაჩემს ჰკითხა რატომ წვალობთ 10 000 ის გამოო?ხოდა მაინტერესებს გამზრდელი ბებია რამდენად უღირს ლევანს??? რამდენად გიღირთ უსისხლო არაადამიანი ექიმების გაჩერება რომელიც წუხდა როგადატენილი ჰქონდა რეანიმაცია ასაკოვანი ხალხით (ეტყობა ახალგაზრდები უნდოდა რეანიმაციაში აპატარზე შეერთებულები) თქვენი საავადმყოფო არის ბოსელი და თქვენ ხართ ის კატეგორია “ექიმების” ვინც ვერ ხვდება, რომ თვითონ ჰყავს სამკურნალო ფსიქიატრიულის პაციენტი ექიმებირაც შეეხება სიკვდილიანობას ბებო რომ მყავდა იქ, კაცი ამოუყვანეს საოპერაციოდან სისხლს ვერ უჩერებდნენ და ეს შპინგალეტი პატარა გოგო თვითონ ისე კანკალებდა ჩააკვდა ხელში ეს კაცი. მეორე დღეს მითხრეს გარდაიცვალაო…. ლევან რატიანზე და მის ბოსელზე სადაც აფთიაქიც კი არ არის შესული, სიტყვა არ მითხრათ, თორემ როგორც იქ არ აქვთ რეანიმაციაში არანაირი არც ხალათი და არც ადამიანობა, იმას გისურვებთ) არ მითხრათ რომ გწყევლითმაგ კლინიკას საუნივერსიტეტო მაინც არ ერქვას, ძალიან სირცხვილია . პს. გთხოვთ მომწეროთ, მათ ვინც უჩივლეთ ან გინდოდათ ჩივილი...
mikheil_saakashvili_101.jpg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-11 23:24:03
98 მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა გამოატანინეს ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს. თუთბერიძე პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას. მოვიწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვა ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად და არ მეგონა თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მოვუწოდებ ქართველებს, გაემიჯნონ ამ ნაკრებს, ვინაიდან მისი სახით რეჟიმმა შემოგვასაღა რუსეთის ჩრდილოვანი ნაკრები. თავის დროზე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ არ დათანხმდა გარუსებას, ესენი კი პირიქით მოქმედებენ. ჩემს დროს ფუნქციონირებდა ოთხი ყინულის მოედანი, ახლა არცერთი. ალისას მიყვანა გვინდოდა და ყველა დაკეტილია. მე გუდაური გავადიდე სამჯერ. გავხსენი ახალი სათხილამურო ტრასები აჭარაში, მესტიაში, თეთნულდზე. ივანიშვილმა შეაჩერა თეთნულდის განვითარება. აქაოდა რად გვინდა თეთნულდი, როცა სოჩა არსებობსო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა დიდი ყინულის სასახლის მშენებლობა. ჯაყომ პროექტი შეაჩერა და არსებული მოედნები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში დახურა. სამაგიეროდ, გარუსებული...
IMG_7157.png
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-11 15:42:29
57 ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი: ,,იმას, რაც კახეთში ხდება, უკვე კატასტროფაც აღარ ჰქვია. ეს რაღაც ბევრად უფრო მეტია. ეს არის ენითაუწერელი საშინელება. სახლების ნახევარი უბრალოდ ცარიელია. ცარიელია მოვლილი, გარემონტებული, კეთილმოწყობილი სახლები. არავინ აღარ ცხოვრობს იქ. მთელი უბნებია უკაცრიელი და მიტოვებული, სადაც კაციშვილის ჭაჭანება აღარ არის. ნავენახარი ადგილები შამბს, ძეძოს, მაყვალს და კატაბალახას მიაქვს. ჰოდა, მე არ ვიცი, ვინ რისთვის დგას რუსთაველზე და ვინ რისთვის იბრძვის, მაგრამ მე ვიბრძვი ქართველი ერის გადაშენების წინააღმდეგ, რაც უკვე დიდი ხანია, რაც დაწყებულია. აღარ მინდა ამ ცარიელი, უდაბური და უკაცრიელი სახლების ყურება. აღარ მინდა ნავენახარი ადგილების ყურება. ყველას, ვინც ვერ ხედავთ, რა უბედურებაც ჩვენს თავს ტრიალებს და მართლა ორი კაპიკის გამო თვალს ხუჭავთ ამ უკანონო რუსული რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის დაქცევასა და გაპარტახებაზე, აუცილებლად შეგრცხვებათ საკუთარი შვილებისთვის თვალებში ჩახედვის, შვილებისა, რომლებსაც მომავალს ართმევთ.“ Source link
zurab-farjiani.jpg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-11 08:35:28
14 დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი ნინო წილოსანის ,,ქარდს” აზიარებს და წერს: ,,ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – დააკავეს მექრთამეობისთვის და 500.000 გირაოს გადახდის მერე გაუშვეს. ინფრასტრუქტურის მინისტრი სადაა დაკარგული არავინ ვიცით, მაგრამ მისი მოადგილეც მექრთამეობისთვის იყო დაკავებული და ისიც ნახევარი მილიონი გირაოთი გაუშვეს. გზათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მგონი ჯერ ისევ დაჭერილია. თბილისის ბაღების სააგენტოს უფროსმა იმდენი “ჭამა”, ამერიკაში გაიქცა და იქ ცხოვრობს მდიდრულად. ბაღის ბავშვების საკვების მოპარვა კი სხვა “გმირობებთან” ერთად გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება. სკოლები კიდევ წლებია დანგრეულია და არაფერი ეტყობათ აშენების. ჯანდაცვის სამინისტროსთან კვირეებია სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლები დგანან და არაფერი ხეირი. მათთვის ფული არ არის. ჰო-და ეს “დღგ” ვის ან რას ხმარდება?! რომელ გზას, რომელ ჯანდაცვას, რომელ ბაღს, რომელ სკოლასა და რომელ ინფრასტრუქტურას? ვის გამდიდრება-გაღორება და გაზულუქებას ხმარდება რეალურად? მოქალაქესთან რა მიდის, მინისტრის მოადგილის მიერ აღებული ქრთამი?! გააუქმეთ თქვენი ჭირიმე, ნუ გვამადლით. და თავისით დაიწევს ბევრი რამის ფასი, 18% რომ მოაკლდება ავტომატურად ღირებულებას” Source link
IMG_7080.jpeg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-11 01:50:08
248 ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: ,,მინდა დავივიწყო ის საზარელი წლები და არა, არ ასვენებთ გამჩენი!!!!რომ მგონია,მეტი ვერ გარეგვენდება ადამიანი,თურმე ვცდები….” თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს”- აცხადებს სააკაშვილი.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ჩვილების და არასრულწლოვნების თრეფიქინგი, გაუპატიურება,კანიბალიზმი და სადიზმი, მისთვის არა მარტო მისაღები,არამედ ორგანულიც არის!თითქოს გული მიგრძნობდა,რამოდენიმე დღის წინ სამეგრელოს კასრები,რომ ვახსენე.დიახ! სააკაშვილს არ დასცალდა,თორემ საქართველო გახდებოდა მეორე ეფშტეინი!!!!აკი სცადეს ჯერ, სანდრო გირგვლიანი დაგვისერეს,აწამეს და მოგვიკლეს,მერე პატიმრებს შეესიენ, ბიჭები აუპატიურეს, ქალებს საშვილოსნოები ამოაცალეს,ნელ-ნელა ხვეწდნენ ტექნიკას.100 წელი რომ გავიდეს, ჩემს შვილთაშვილებს ემახსოვრებათ,რომ მათი სამშობლო წკიპზე იყო გლობალურ უბედურებამდე და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი,რომელმაც გვიხსნა!!!დღეს მიშას ლეშიჭამია მიმდევრები გარდაცვლილ ბიჭებს ამუნათებენ ,ჯერ არგაციებულ გვამებზე ცეკვავენ. სატანისტური როკვა -მათი სამარკო ნიშანია.არანაირი მონანიება,არანაირი წუხილი,არანაირი მობოდიშება.რა სიამოვნებით და ნეტარებით გააგრძელებდით ამ მანიაკების დაწყებულ “სოდომს და გომორს”, ალაბათ ქუჩაშიც ახლაც პატარა ბავშვებს ათვალიერებთ,ვის ძვლებსაც სიამოვნებით გაკვნეტდით!!!!ახლა გინდა ბიძინას მონა დამიძახეთ,გინდა “ოცნების” პროპაგანდისტი, ეფშტეინის ფაილების ფიგურანტი მაინც არ ვარ!მეტსაც გეტყვით, სიამოვნებით გავხდები სტალინის მიმდევარი, ახლა კარგად...
IMG_7138-scaled.jpeg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-10 18:23:58
359  „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,გმირთა მოედანზე ივანიშვილის ყოფილი საკუთრება, აბრეშუმის ფაბრიკა და საცურაო აუზი ლაგუნა ვერე, მაკა ასათიანის შვილის, კახი ჟორდანიას საკუთრებაში გადავა.ივანიშვილმა ეს პროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს გაყიდა, თუმცა აქ მასშტაბური მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მერიისგან მიღების ვალდებულება თავად აიღო თავის თავზე (უცნაური ნაწილი იყო გარიგების) და მისმა კომპანიებმა შეათანხმეს კიდეც ,,ინვესტორის” მაგივრად აქ 153,949 კვ.მ საერთო ფართობის 40 და 52 სართულიანი კოშკების პროექტი.❗️ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაანონსების შემდეგ (ეს ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხანა უკვე გაეხვა სკანდალებში) ეს უკვე მეორე მსხვილი დეველოპერული პროექტია, რომელშიც ინვესტორად კახი ჟორდანია ჩნდება. ერთი წლის წინ მან ასევე შეიძინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა), სადაც სახელმწიფომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ანუ სასტუმროს დასრულების ვადა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა.“ Source link
IMG_7130.png
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-10 10:27:40
82 მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურის ბრიფინგს, სადაც ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გაააჯაროვდა, ვიდეომიმართვით ეხმაურება: ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატო გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები და ხალხო მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ იმათ რატომ არ იყვირეს? ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა?… რატო ითმენდით? რატო ითმენდით? რატო?” Source link
IMG_7023-1.jpeg
Geórgia, Alia, Georgiano
2026-02-10 03:16:44
112 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია: ,, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“ Source link
Translate »