145
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება:
,,ზახაროვამ საქართველოს ევრო-კავშირში გაწევრიანების საპირწონედ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შეწყვეტა დაასახელა.
ეს არის მორიგი ტესტი ჩვენი საზოგადოებისთვის – არჩევანი მუცლის მოკლევადიან ამოყორვასა და გრძელვადიან თავისუფლება-კეთილდღეობას შორის.
“მუცლის ამოყორვას” კი ბოლო წლებში ისე მიგვაჩვიეს ჩვენივე ხელისუფლის ხელით, რომ ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი დილემა ბევრისთვის რეალურად დგას.
რუსეთის ბაზარზე შემჯდარი ბევრი “ეკონომიკური ნარკომანი” ახლა ასე ფიქრობს – ბორჯომი და ღვინო სად გავყიდოთ? ბინები ვის მივყიდოთ? ტრანზიტზე ფული როგორ ვიშოვოთ? და ა.შ.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს შიშები ახლა თვითონ მასაც აქვს, ვინც ჩვენი პატარა ეკონომიკის იმპერიულ ეკონომიკაში ინტეგრაციას და შედეგად ეკონომიკურ ოკუპაციას ხელი შეუწყო.
ამიტომ, შემდეგი რასაც შემოგვთავაზებს იქნება კონსტიტუციიდან 78 მუხლის ამოღება…
აბა რა ქნას? ამდენ რუსულ რუბლზე შემჯდარი ჯიგარი როგორ დაანაყროს? სხვა ხომ აღარავინ დარჩა მყვარებელი…
ურეკავს ახლა ალბათ რუსებს და ეუბნება – ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ბორჯომი და ღვინო გამაყიდინეთო…“