34
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,არც გიორგი სააკაძე გსმენიათ, არც მისი მეორე ვაჟის ამბავი,
არც სამშობლოს შეწირულები გადარდებთ და არც საქართველოსთვის თავდადებულები…
არც რუსთაველი წაგიკითხავთ და არც ილია და აკაკი…
თქვენს შვილს ალბათ ოქროთი ნაქსოვ ბამბებში გაახვევდით,რახათ-ლუქუმის ნექტარს ტუჩებიდან მოწმენდდით, ცივ ნიავს არ მიაკარებდით და სამუდამო კეთილდღეობისთვის,
იქ სადღაც შორს, შუაგულ ევროპაში პრინცად აღზრდიდით…
კაცმა სამება აგიშენათ,
ინტელიგენცია,პროფესურა,
ხელოვანი ხალხი და სპორტსმენები შიმშილს გადაგირჩინათ,
სააკაშვილის დიქტატურა დაგისრულათ, ციხეებიდან გაგანთავისუფლათ,
სისხლისმღვრელი ომი აგაცილათ!!!
შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო!!!
აქ სიმშვიდე,მხოლოდ მისი შეწირული კაპიტალის, პირადი ავტორიტეტის და გამჭრიახობის რეზულტატია!
თავისი პირადი გადადო და ახლა უკვე უმცროს ვაჟსაც “აკიდა” ქვეყნის ჭირ-ვარამი…
აქ არავის აუცდეს თითი და ცოტნე ივანიშვილზე აუგი არ გაბედოს!
მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე,ღმერთი მაღალია…
ვისაც გვჯერა-გაგვატარეთ!“