58
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ამდენი წელია უმუშევარი ვარ და არც უცხომ და არც ახლობელმა არაფერი შემომთავაზა (ეს ფაქტია სხვათა შორის). ჰო და, აი, ხსნაც გამოჩნდა – როგორც რუსეთის დაზვერვა აცხადებს, ერთ მომიტინგეს – დემონსტრანტს, ევროკავშირი დღეში 120 ევროს გადაუხდის.
უკვე გავაფორმე კონტრაქტი და მზად ვარ ვიმუშაო თვეში 25 დღე და ავიღო 20 დღის ანაზღაურება 2400 ევრო.
მადლობა რუსეთის დაზვერვის სამსახურს, ინფორმაციის დროულად მოწოდებისთვის, რაც შესაძლებელს გახდის კორუფციული გარიგების თავიდან აცილებას. ნაცებისთვის ფულის გადახდის ფაქტების დაუშვებლობას.
აუცილებელია მკაცრი აღრიცხვა ქუჩაში გამოსული თითოეული მოქალაქის. ჩემი 25 დღის ნამუშევრიდან ხუთი დღის ანაზღაურება მზად ვარ დაემატოს ქოცებს – ბონუს-პრემიად, რისთვისაც აუცილებელია შევქმნათ ქოცების წახალისების ფონდი.
მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა ვლადიმერ ლენინს, უკაცრავად პუტინს და ნუ ჯანდაბას – ლენინსაც, ქართველ ხალხზე რუდუნებისთვის.
აქცია – “გავატყავოთ ევროკავშირი!” იწყება.
P.S. ვიდრე პოსტის წერა დავასრულე ჩემს ანგარიშზე უკვე აისახა, შემდგომი ერთი თვის ანაზღაურება.
P.S.-ის პ.ს. – გადაგდების შანსი არ არის, რადგან რუსეთის დაზვერვის სამსახური გვაიმედებს, რომ “საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირგამომთხრელი აქციების დაფინანსების ევროკავშირის არხების დაბლოკვის მცდელობების შემთხვევაში, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ფულის ჩატანის ვარიანტი”… ნუ ერთი მხრივ ამით იმას ამბობს მოსკოვი, რომ საქართველოს საზღვარზე სკვაზნიაკი აქვსო, მაგრამ, მთავარია, ნიავმა ჩვენკენ დაუბეროს ფულის და არ მიმოფანტოს.