21
ჯგუფის “ფარი” თანადამფუძნებლები, დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი და გიორგი თავდგირიძე, სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, განცხადებას ავრცელებენ:
უმაღლესი მთავარსარდალი ხდება კაცი (თუნდაც არალეგიტიმურად), რომლის თაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა, სისხლს ღვრიდა და სიცოცხლეს სწირავდა, ხოლო ბ-ნი ყაველაშვილი არა მხოლოდ ომს, ჯარსაც კი არ გაკარებია ახლომახლოს. სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, სამშობლოს სიყვარული დაღვრილი ოფლი და სისხლია.
კეტაშვილიც ფეხბურთელი იყო, მაგრამ იბრძოდა კიდეც და ოლიმპიური ოქროს მედალიც იმ ფონდში ჩააბარა, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობას და ტყვია-წამალს ყიდულობდა.
არ დაუმსახურებია, არც ჩვენ დაგვიმსახურებია – ჯარს და ჯარისკაცებს მიაყენა ოცნებამ შეურაცხყოფა.